ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ერთ-ერთ გამოწვევად მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს.
საქართველოზე სენატორმა ვილნიუსში, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს.
სენატორის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, მსოფლიო დემოკრატიზაციის კუთხით მნიშვენლოვანი წარმატებები ფიქსირდება.
„ეს კი, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დემოკრატიული მთავრობა კორუფციას ებრძვის“ - განაცხადა მაკკეინმა.
ამასთან, მაკკეინმა ამერიკას და ევროპას საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
