ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა მუშაობას დღესაც გააგრძელებს.
კომისიის სხდომას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი გაუძღვებიან.
სხდომა გუშინ დაიწყო, მასზე მონაწილეებმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე იმსჯელეს.
დღეს დავით დარჩიაშვილი და მილან ცარბნოხი პარლამენტში ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ.
