„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ IRI-ს კვლევის შედეგებით კმაყოფილია
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ IRI-ს კვლევის შედეგებით კმაყოფილია
19:59 02.05.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრთა შეფასება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიმართ დადებითია.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატმა“, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, პარტია IRI-ის კვლევის შედეგებს უკვე გაეცნო, თუმცა, ორგანიზაციისგან ინფორმაციის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლების გახმაურების უფლება ჯერ არ აქვს.
„მხოლოდ ის შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენი რეიტინგი მოსახლეობაში 2.5-ჯერ მეტია იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც ერთი თვის წინ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ“ - აღნიშნა მან.
ვეფხვაძის თქმით, IRI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ინტერვიურები იკვლევდნენ, თუ ვის მისცემდა კონკრეტული მოქალაქე ხმა, ხვალ რომ არჩევნები ყოფილიყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - „ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 3% მიიღო.


ბეჭდვა