პრეზიდენტმა საქმის ბოლომდე მისაყვანად 2-3 წელი ითხოვა
პრეზიდენტმა საქმის ბოლომდე მისაყვანად 2-3 წელი ითხოვა
19:09 02.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მესხიშვილის სახელობის თეატრში სიტყვით გამოსვლისას საზოგადობას 2-3 წელი სთხოვა დაწყებული საქმის დასასრულებლად.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ წყალტუბო საუკთესო კურორტად იქცეს, ვანი, სათაფლია და აბასთუმანი განვითარდეს.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ავტობანის მშენებლობა, რომელიც ქუთაისს უახლოეს საზღვაო კურორტამდე ერთ საათში დააკავშირებს.

„ქუთაისი ეკონომიკის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და ხირისხიანი ცხოვრების ცენტრი უნდა გახდეს არა მხოლოდ საქართველოში, არმედ მთელს ევროპაში“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ სექტემბერში გაიხსენება იუნესკოს პროექტით რეკონსტრუირებული ბაგრატის ტაძარი, რომელიც მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების, გამთლიანებისა და ერთ მუშტად შეკვრის სიმბოლო გახდება.
მისივე თქმით, ქუთაისში სექტემბერში ახალი აეროპორტი გაიხსნება, საიდანაც დუბაის, დუბლინის, მიუნხენის მიმართულებით ფრენები განხორციელდება.
დასასრულს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პასუხია კითხვაზე - თუ რატომ იყო საჭირო 2003 წლის ვარდების რევოლუცია.


ბეჭდვა