საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში იმყოფება
18:27 02.05.2012

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.



როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება.

მისივე თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან, საქართველოს მტრის სამსახურში არიან.

„დღევანედლი დღე ჩემთვის ახალი ქუთაისის, იმედის, მომავალის დაბადების დასაწყისია. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაიჯერეთ და მომყევით ამ საქმეში“-განაცხადა სააკაშვილმა.

განახლებულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემაც მიმართა. მისი თქმით, ქუთაისი, რომელიც ადრე წარსულის ქალაქი იყო, მომავლის ქალაქი ხდება.


ბეჭდვა