„ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის( IRI–ს) მიერ ჩატარებულ კვლევების შედეგებს დღეს 21:00 საათზე გაეცნობა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
"მზად ვართ ჩვენი რეიტინგები განვასაჯაროოთ. ეჭვი მაქვს, რომ ისინი ზოგიერთისთვის მიუღებელი აღმოჩნდება" - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
კვლევების შედეგებს პარტიები უახლეს დღეებში გაეცნობიან. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევების ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც NDI-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
