გერმანელ ექსპერტს საქართველოს ნატოში გაწევრიანება კონფლიქტების მოგვარების გარეშე შეუძლებლად მიაჩნია
გერმანელ ექსპერტს საქართველოს ნატოში გაწევრიანება კონფლიქტების მოგვარების გარეშე შეუძლებლად მიაჩნია
17:54 02.05.2012
გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტის შტეფან მეისტერის შეფასებით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელია საქართველომ ტერიტორიული კონფლიქტები მოაგვაროს.  ამის შესახებ მეისტერმა ჟურნალისტებს გერმანია-საქართველოს სტრატეგიული ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

მეისტერის განმარტებით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, უპირველეს ყოვლისა, მოუგვარებელი კონფლიქტები უშლის.

„ჩემი აზრით, ეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა. ასევე მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა საქართველოს რეალობის მიღება. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რეინტეგრაცია საქართველოს იდენტურობის ნაწილია“-განაცხადა მეისტერმა.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის და სტაბილურობის გარეშე საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება.

„ეს საკითხი საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს“-აღნიშნა გერმანელმა ექსპერტმა.




ბეჭდვა