ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
16:48 02.05.2012
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სხდომა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხმა გახსნეს. მას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ესწრება.
შეხვედრის დაწყების წინ ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, რომ სხდომაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, უსაფრთხოების საკითხებს და საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობას.
ჟურნალისტებთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განმარტა, რომ კომისია საქართველო–ევროკავშირს შორის აქტუალურ საკითხებს განიხილავს. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხს.
ხვალ დარჩიაშვილი და ცარბნოხი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.


ბეჭდვა