საქართველო დიასპორის დღეს წელს განსხვავებულად აღნიშნავს
საქართველო დიასპორის დღეს წელს განსხვავებულად აღნიშნავს
15:00 02.05.2012
დიასპორის დღე - 27 მაისი, საქართველოში წელს განსხვავებულად აღინიშნება.  ამის თაობაზე განცხადება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გააკეთა.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რომ 27 მაისს საქართველოში თემაზე ,,დიასპორა და მიგრაციული პროცესები“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
მინისტრის თქმით, კონფერენციაში მეზობელი ქვეყნების სამინისტროებისა და ლიდერი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დღისთვის საქართველოში 23 ქვეყნიდან საკვირაო სკოლების 50-მდე მასწავლებელი ჩამოვა.
27 მაისს, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, საკვირაო სკოლებისთვის ტრენინგ - სემინარები გაიმართება.

ბეჭდვა