ბაქრაძემ ქუთაისში პარლამენტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ბაქრაძემ ქუთაისში პარლამენტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
14:35 02.05.2012
ქუთაისიში საქართველოს პარლამენტის შენობის სამშენებლო სამუშაოების პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 26 მაისისთვის დასრულდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობის ფასადი უკვე შეიმინება და მას სხდომათა დარბაზი, მოწესრიგებული დერეფნები და ეზო ექნება.
ქუთაისში პარლამენტის სამშენებლო სამუშაოები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ მოინახულეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები მთლიანად ოქტომბრამდე დასრულდება.

ბეჭდვა