„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ევროპაში შეხვედრებს მართავს
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ევროპაში შეხვედრებს მართავს
14:30 02.05.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ბრიუსელში ევროპის „ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, გამოწვევებსა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას შეეხო. რუხაძემ ბელგიელ კოლეგებს ქართველი "ქრისტიან–დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
რუხაძე, ასევე, შეხვდა „კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის“ გენერალურ მდივანს დანიელ ჰანენს. მხარეებმა ევროპელი კონსერვატორებისა და ქართველი "ქრისტიან–დემოკრატების" ურთიერთობის გაღრმავების საკითხებსა და საერთო პროგრამებზე ისაუბრეს.
"ქრისტიან–დემოკრატების" საერთაშორისო მდივანი ბრიუსელში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მან თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად, ლონდონის მერის ბორის ჯონსონის მიწევევით, მერის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
"ქრისტიან–დემოკრატების" დელეგაცია ევროპიდან 4 მაისს დაბრუნდება.

ბეჭდვა