საქართველოს დიასპორული პარლამენტი ეყოლება. ამის შესახებ განცხადება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
დავითაიას განცხადებით, დიასპორულ პარლამენტში 45 დეპუტატი იქნება. მინისტრის თქმით, 20 დეპუტატს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ადამიანები აირჩევენ, 15-ს კი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დანიშნავს.
დიასპორულ პარლამენტს სპიკერი ეყოლება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საპატიო წევრის სტატუსიც ექნება.
დიასპორული პარლამენტი წელიწადში ერთხელ ხუთდღიან სესიაზე ქუთაისის ახალ პარლამენტში შეიკრიბება.
„მნიშვნელოვანი იდეაა იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ვაგრძნობინოთ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით“ - განაცხადა დავითაიამ.
