„ქრისტიან–დემოკრატები“ ხელისუფლებას ახალი ინიციატივებით მიმართავენ
„ქრისტიან–დემოკრატები“ ხელისუფლებას ახალი ინიციატივებით მიმართავენ
12:38 02.05.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ სამედიცინო დაზღვევის სფეროს გაუმჯებესების კუთხით, ხელისუფლებას სამ ინიციატივას სთვაზობენ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია სადაზღვევო პოლისით ანაზღაურებადი მედიკამენტების სია გაფართოვდეს, 80 პროცენტით დაფინანსდეს ე.წ. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები.

„ამ ცვლილებების გარეშე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევა შეუძებელია“ – მიიჩნევს მაგდა ანიკაშვილი.

მისი განმარტებით, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული კვლევა ჯანდაცვის სახელმწიფო პოლისით 20 პროცენტიანი თანამონაწილეობით ფინანსდება, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება პაციენტს.

„პენსიონერმა, რომლის პენსიაც სექტემბრიდან 125 ლარი იქნება, როგორ უნდა გადაიხადოს კომპიუტერულ ტომოგრაფიაში თანხა?“ - აღნიშნა ანიკაშვილმა.

„ქრისტიან–დემოკრატები“ ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც გააცნობენ.

ბეჭდვა