ესპანეთის სამეფოს კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე ქართველ დეპუტატებს ხვდება
ესპანეთის სამეფოს კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე ქართველ დეპუტატებს ხვდება
11:47 02.05.2012
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა ამ წუთებში პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს  აკაკი მინაშვილსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მთავარი განსახილველი საკითხები იქნება უსაფრთხოება და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია" – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა საქართველოს დღეს ესტუმრა. იგი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ბეჭდვა