ახალგაზრდების აქციის დაშლაზე „ქართული ოცნება“ სამოქმედო გეგმას უახლოეს საათებში შეიმუშავებს
ახალგაზრდების აქციის დაშლაზე „ქართული ოცნება“ სამოქმედო გეგმას უახლოეს საათებში შეიმუშავებს
11:16 02.05.2012
ქუთაისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, კოალიცია სამოქმედო გეგმას უახლოეს საათებში შეიმუშავებს.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“ განუმარტა, ქუთაისში ახალგაზრდებმა გუშინ საღამოს ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია გამართეს, თუმცა, იგი წყლის ჭავლით დაარბიეს.
„ჩვენი ახალგაზრდები ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნას სრულიად მშვიდობიანად აპირებდნენ, თუმცა, აქცია დაარბიეს. როგორი რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან ამ ქმედებას, უახლოეს საათებში გადავწვეტთ“ - განაცხადა მან.


ბეჭდვა