დავით ბაქრაძემ ქუთაისის მაცხოვრებლებს „ქუთაისობა“ მიულოცა
დავით ბაქრაძემ ქუთაისის მაცხოვრებლებს „ქუთაისობა“ მიულოცა
11:00 02.05.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული - „ქუთაისობა“მიულოცა.  
პარლამენტის სპიკერი ბაგრატის ტაძარს ეწვია და ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს მიერ აღვლენილ წირვას დაესწრო.
ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ქუთაისობის“ წლევანდელი დღესასწაული გამორჩეულია, რადგან არასდროს ქუთაისი ამ დღეს ასეთი დიდი პროექტებით არ შეხვედრია.
„წელს ქუთაისი ათასწლეულის მოვლენას იზეიმებს, გაიხსნება რეკონსტრუირებული ბაგრატის ტაძარი. წელსვე ქუთაისს პარლამენტის ახალი შენობა შეემატება. ქალაქი დაიბრუნებს საქართველოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
დღეს დილიდან, სახალხო დღესასწაული ქუთაისში მოქმედ ტაძრებში ზარების რეკვით დაიწყო.

ბეჭდვა