საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დღეს ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
4 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მომავალ სესესიო კვირაში კი, დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
