თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება
09:12 02.05.2012
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა თბილისში დღეს გაიხსნება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი გახსნიან.
ხვალ კი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი სხდომის ფარგლებში ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს თემურ აბაშიძეს შეხვდებიან.