საქართველოს დღეს ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრება
საქართველოს დღეს ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრება
09:07 02.05.2012
საქართველოს ოფიციალური ვიზიტითდ დღეს ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა ეწვევა.
ესპანელი დეპუტატი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილთან, ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ხვალ ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებს. ასევე მოინახულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იუსტიციის სახლს, თბილისის ღირსშესანიშნაობებსა და სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს.
ესპანელი სტუმარი საქართველოს 4 მაისს დატოვებს.

ბეჭდვა