„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
15:30 01.05.2012
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მათივე განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის „მიშისტურმა” და “ბიძინისტურმა” უმრავლესობამ უარი განაცხადა ჩატარებულიყო რეფრენდუმი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცნობეს, სწორედ, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დღეს საქალაქო სასამართლოში.
მათივე განცხადებით, სააკაშვილთან ერთად ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებზე პასუხისმგებლობა ყველა იმ ძალას ეკისრება, ვინც მხარს უჭერს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას.

ბეჭდვა