"ქრისტიან-დემოკრატებმა" პრემიერ-მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური საბჭოს შექმნის თხოვნით ოფიციალურად მიმართეს.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატებმა" ზაზა გაბუნიამ განუცხადა, სპეციალურმა საბჭომ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან, რათა უნარშეზღუდულთა პრობლემები გადაიჭრას.
გაბუნიას თქმით, საბჭომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევაზე მონიტორინგი, მათ შორის პანდუსების მოწყობა და საქალაქო ტრანსპორტის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, სპეციალური საბჭოს შექმნით ქვეყანაში ერთგვარი "სახელმწიფო მეთვალყურე" იარსებებს, რომელიც ასეთი კატეგორიის ადამიანებზე იზრუნებს.
"რომელიმე სამინისტროს დეპარტამენტის დონეზე კი არ უნდა იყოს დაცული მათი უფლებები, არამედ პრემიერ-მინისტრთან უნდა არსებობდეს საბჭო, რომელიც კურირებას გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებს.
