მომავალი პარლამენტის სხდომები ორშაბათს და პარასკევს გაიმართება და 11 საათის ნაცვლად, 12:00-ზე დაიწყება.
რეგლამენტის დღემდე მოქმედი რედაქციით, ერთი კვირა სესიებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - საკომიტეტო მუშაობას ეთმობოდა.
მომავალ პარლამენტში უკვე ერთ კვირაში იქნება დასაშვები როგორც პლენარული სხდომის გამართვა, ისე საკომიტეტო მუშაობა.
თუ დღეისთვის პლენარული სხდომა 11:00-დან 19:00 საათამდე სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ტარდება, მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
ასევე, მომავალ პარლამენტში დეპუტატები სხდომის დროს ერთსაათიანი შესვენებით 15:00-დან 16:00 საათამდე ისარგებლებენ. დღეისთვის სხდომაზე 2 საათიანი შესვენება ცხადდება.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სასესიო კვირაში დაიწყება.
