საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგია შეიმუშავა
საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგია შეიმუშავა
13:13 01.05.2012

საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა. მისი ავტორები პარლამენტის

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი და ეროვნული უშიშროების საბჭოა.

სტრატეგიის მიზანს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშირების გამყარება წარმოადგენს.

„საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე შემოსულ ჩრდილოკავკასიელ ტურისტებს და მათ ჩამოსვლას განიხილავს ადამიანთა შორის კავშირების განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად“ – აღნიშნულია სტრატეგიაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო შეშფოთებას გამთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო.

„საქართველოუამრავი საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციების კვლევის შედეგებს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოკავკასიაში გამუდმებით მიმდინარეობს ადამიანების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება თუ სხვა ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი მოვლენები“ – აღნიშნულია სტრატეგიაში.

აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტის კომიტეტი ხვალ სამეცნიერო წრეებს გააცნობს.

ბეჭდვა