მანჯგალაძე - ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, ლიტვა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია
მანჯგალაძე - ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, ლიტვა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია
13:07 01.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლიბის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ  პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ლიტვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერია.

„ურთიერთობა საქართველოსა და ლიტვას შორის ტრადიციული და განსაკუთრებით მეგობრულია. შეხვედრაზე საუბარი სწორედ ამ კონტექსტში წარიმართა“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სტუმარი მიიღეს პრეზიდენტმა, პარლამენტის სპიკერმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიტვის დელეგაცია ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.

ბეჭდვა