საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში რამდენიმე რეგიონს ეწვევა.
პრეზიდენტი რაჭასა და გურიაში ჩავა და შესაბამისად, ლუხუმის ჰესის და ბახვის ჰესის მშენებლობის პროცესს გაეცნობა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, ასევე, გეგმავს რამდენიმე ახალი საავადმყოფოს მონახულებას, მათ შორის, ფოთში.
პრესსპიკერის განცხადებით, იგი მექანიზაციიის ახალ ცენტრებს დაათვალიერებს, რომელთა გახსნა ყველა რეგიონშია დაგეგმილი.
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ობიექტს კახეთშიც გახსნის.
