ჭიაბერაშვილმა სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტის დეტალები რუსთავის მოსახლეობას გააცნო
ჭიაბერაშვილმა სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტის დეტალები რუსთავის მოსახლეობას გააცნო
12:28 01.05.2012
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტის დეტალები რუსთავის მოსახლეობას გააცნო.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა. ამბულატორიული მომსახურება სადაზღვევო პოლისით 100%-ით დაფინანსდება. სადაზღვევო პოლისის არსი სხვადსხვა რისკებისგან დაზღვევაა“- აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის ახლი სადაზღვევო პროექტის ფარგლებში, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით 800 ათას ადამიანს დააზღვევს.

მათ რიცხვში მოხვდება ყველა ასაკით პენსიონერი ქალი 60 წელს ზემოთ და მამაკაცი 70 წელს ზემოთ, ასევე, 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სპეციალური პაკეტი შემუშავდა.

ბეჭდვა