პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობის საკითხზე ისაუბრეს.
გამყრელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივაზეც ესაუბრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, შეხვედრაზე ყურადრება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხზე, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივებზეც გამახვილდა.
