ერნგეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ერნგეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
10:55 01.05.2012
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიისა და ეუთო-ს ხელშეწყობით, 22-ე შეხვედრა გაიმართა.
როგორც ეუთო-ს ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი დაკავებებისა და ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, სოფელებში ზემო და ქვემო ნიქოზში სროლის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან გამაფრთხილებელი ნიშნების დაზიანების ფაქტებიც განიხილეს.
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ელჩმა პადრიგ მერფმა შეხვედრაზე მხარეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე ზონკარის წყალსაცავზე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა კი, ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე სამეურნეო სამუშაოების შესახებ ტექნიკური სამუშაო ჯგუფის მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 25 მაისს შედგება. ისინი ერთმანეთს ინფორმაციას ომის შემდგომ დარჩენილი ნაღმებისა და სხვა ნარჩენების შესახებ მიაწვდიან.

ბეჭდვა