საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე
საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, დეთმო ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
ლიტვურმა მხარემ საქართველო-ევროკავშირის დაახლოების მიმართ თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ლიტვის პრემიერმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
მხარეებმა 2012 წლის ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
ანდრიუს კუბილიუსმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს, ქართული მხარის მიმართ როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში ლიტვის პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ლიტვის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრიუს კუბილიუსი მიიღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქარაძემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
ლიტვის დელეგაციის წევრები დღეს რეგიონებს ეწვევიან.
