"ლეიბორისტული პარტია" დღეს, პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს. მათი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა იქნება.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა "ნიუსპრესთან" საუბარში აცხადებს, საარჩევნო კოდექსმა ოდნავ მაინც უნდა მიიღოს "ადამიანური" სახე. " ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არის ის რომ, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს ყველა პარტიის თითო წევრისაგან და არა ისე, რომ უმრავლესობა ერთ რომელიმე პარტიას ჰყავდეს. ასევე საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბიულეტენების გადათვლა"- განაცახადა გუგავამ.
ლეიბორისტების მოთხოვნათა სიაში არის ასევე მაჟორიტატული სისტემის გაუქმება, რომელიც გუგავას განცხადებით არის არჩევნების გაყალბების საბადო. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში საარჩევნო დავები საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გაეროს ეგიდით შექმნილმა სააპელაციო კომისიამ განიხილოს. ეს არის მათივე თქმით "იმ მინიმალურ ცვლილებათა მოთხოვნები" რასაც ლეიბორისტები დღეს გაახმოვანებენ.
