პაპუნა დავითაია ჩერქეზულ დიასპორას შეხვდება
პაპუნა დავითაია ჩერქეზულ დიასპორას შეხვდება
09:54 17.02.2012
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია დღეს საქართველოში სტუმრად მყოფ ჩერქეზულ დიასპორას შეხვდება.  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
სტუმრებს შორის საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები და მეცნიერ-კავკასიოლოგები არიან, ასევე - კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით იმყოფებიან, რომელიც გუშინ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნა.

ბეჭდვა