პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ და ლიტვის
რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიტაუტას კურპუვესასმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
კომიტეტების თანამშრომლობის თაობაზე პირველი მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა, თუმცა, მასში ზოგად საკითხებზე იყო საუბარი.
როგორც ბალავაძემ განმარტა ახალ დოკუმენტში კონკრეტული მიმართულებებია გაწერილი, რომელიც თვითმმართველობის გაძლიერებას და მისი ფუნქციების რეგულაციისთვის საჭირო ნორმატიული აქტების მომზადებას ეხება.
„მთავარია თანამშრომლობის არა მარტო პარლამენტების, არამედ მუნიციპალიტეტების დონეზე გაგრძელება“ – განაცხადა ბალავაძემ.
კურპუვესასის თქმით, მემორანდუმი თანამშრომლობის საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს. „ჩვენი კომიტეტების ინტერესთა სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებიდან დაწყებული, რეგიონული თემებით დამთავრებული სხვადასხვა საკითხია“– აღნიშნა სტუმარმა.
ლიტვის დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ვიზიტს 2 მაისს დაასრულებს.
