მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ახალი სადაზღვევო სისტემა დაამტკიცა
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხდა, ახალი სისტემის მიხედვით ასაკით პენსიონერი ყველა მოქალაქე და 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი დაეზღვევა
„ეს არის ძალინ კარგი სადაზღვევო პაკეტი. საპენსიო ასაკის მოქალაქეთა ჯგუფში არსებობდა ონკოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები. ახალ სადაზღვევო სისტემაში კი, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. პროგრამის ფარგლებში დამატებით 800 ათასი მოქალაქე დაეზღვევა“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტის თანხობრივ მოცულობას, მინისტრის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 14 ლარიდან დაიწყება, თუმცა, ამის განსასაზღვრად აუქციონი გაიმართება.
ჭიაბერაშვილის თქმით, დღეისთვის სადაზღვევო პაკეტი სახელმწიფოს 10-11 ლარი უჯდება, თუმცა, ახლი თამანედროვე სტანდარტების კლინიკების პირობებში, პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა და კომპანიებს მეტის გადახდა მოუწევთ.
მინისტრის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 100%-ით დაფინანსდება. 15 ათას ლარიანი ლიმიტი გამოიყოფა ონკოლოგიური ავადმყოფებისა და ქირურგიული ოპერაციებისთვის, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფია პაციენტის მხრიდან 20%-ინი თანადაფინანსებით ჩატარდება.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, წლის ბოლომდე მთლიანად ქვეყანაში 2,3 მლნ ადამიანი იქნება დაზღვეული. ახალ სადაზღვევო სისტემას ჭიაბერაშვილი ხვალ პენსიონერებს გააცნობს.
