პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი სიმამაცე, მომზადება და სამშობლოსთვის თავგანწირვა.
”ვუსურვებ, რომ არასდროს აღარ დასჭირდეთ პრაქტიკულად საკუთარი თავგანწირვის და სიმამაცის ჩვენება ჩვენი ქვეყნის დასაცავად, თუმცა, ყველამ - მტერმაც და მოყვარემაც ვიცით და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მართლაც უმაღლეს დონეზე მომზადებული და მოტივირებული შეიარაღებული ძალები ჰყავს. ისინი ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დაიცავენ” - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ქართული სამხედრო ტექნიკური კომპლექსის ყალიბდება, რაც 2-3 წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
“საქართველო დღეს ისეთ ურთულეს სამხედრო დანადგარებს უშვებს, როგორიც ჯავშანმანქანები და უპილოტო თვითმფრინავებია. ეს კი საქართველოს თავდაცვის სისტემაში დიდი სისტემური გარღვევაა. ამავდროულად, ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი გაზრდაა“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.
პროფესიულ დღესასწაულს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკვე 21-ედ აღნიშნავენ.
