,,ქრისტიან-დემოკრატები“ ამნისტიას მოითხოვენ
,,ქრისტიან-დემოკრატები“ ამნისტიას მოითხოვენ
16:21 30.04.2012
,,ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე გარკვეული ფინანსური დანაშაულებების ამნისტიის ინიციატივით გამოდის.
როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ამნისტიის შედეგად გათვალისწინებულია 5 ათასი ადამიანის მსჯავრისგან სრულად გათავისუფლება და 1000–მდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის განახევრება.
,,ამნისტია ზოგადად იმ დანაშაულზეა გათვალისწინებული, რომელიც 5 წელზე მეტს არ ითვალისწინებს და ისედაც მსუბუქი დანაშაულია. ციხეები ისედაც გადატვირთულია, ამასთანავე, ამ ადამიანებისთვის სასჯელს თავისი პრევენციის ფუნქცია უკვე შესრულებული აქვს და შეიძლება ისინი უკვე სახლში იყვნენ“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ამნისტია შეეხება ეკონომიკურ, სატრანსპორტო და სხვა სახის დანაშაულებს. ვეფხვაძის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

ბეჭდვა