პარლამენტში დღეს ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება.
როგორც ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა
გოგორიშვილმა განაცხადა, რეგლამენტის პროექტით ახლებურად რეგულირდება პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
ხათუნა გოგორიშვილმა ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა რეგლამენტის ახალ პროექტს დროულად გაეცნონ და ცვლილებების განხილვაში ჩაერთონ.
წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირას მოხდება.
