„საქართველოს გზის“ წევრები შეიარაღებულ ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
„საქართველოს გზის“ წევრები შეიარაღებულ ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
15:39 30.04.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ წევრები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავენ. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა „ნიუსპრესს“ აცნობა.

„ისეთი ფასეულობებით, როგორიც არის, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, გმირობა და თავდადება საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის გამოირჩეოდა. დარწმუნებულები ვართ, საქართველოს შეიარაღებული ძალები ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი არასოდეს გახდება და კანონით დაკისრებულ მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. პროფესიულ დღესასწაულს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკვე 21-ედ აღნიშნავენ.

ბეჭდვა