"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის შეურაცხყოფას განაგრძობს.
ამჯერად ის 1941-45 წლებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის დემონტაჟს ბათუმში ახორციელებს.
"დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს ქვეყნის წარსულს და გმირულად დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას. ის ასევე ცდილობს, ისტორია ხელახლა გადაწეროს და ის საკუთარ პროპაგანდას მოარგოს"- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" შეფასებით, სააკაშვილის ხელისუფლება თავის მიზანმიმართულ პოლიტიკას - ხალხისათვის ქვეყნის ისტორიის დაავიწყებას კვლავ განაგრძობს.
