„ლეიბორისტული პარტია“ ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანის საკითხთან დაკავშირებით ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს განაცხადეს.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ პოლიტიკისა და ცინიზმის წინააღმდეგ, რაც გამეფებულია ამ საკითხთან მიმართებაში ამერიკიდან დანიშნული ხელისუფლებისა და ამერიკიდანვე დანიშნული ოპოზიციის ამგვარ დამოკიდებულებაში“- აცხადებენ „ლეიბორისტები“
პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ლეობორისტების“ წინადადება - ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ჩააგდო, რითაც იქ გაგზავნილი ახალგაზრდები სასიკვდილოდ გაწირა.
„ამის შემდეგ კრიმინალ-ოლიგარქს ყოფნის თავხედობა სამძიმარი გამოუცხადოს ავღანეთიდან ჩამოსვენებულ ქართველი სამხედროს ოჯახს“- აცხადებენ პარტიაში.
