მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სისტემაში რეგულაციის ახალ წესებს დაამტკიცებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა.
გილაურის თქმით, ახალი წესები პაციენტს, კლინკისა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აქამდე ურთიერთობა პაციენტს, კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის საკმაოდ რთული იყო, რადგან არ იყო განასაზღვრული, რა რაგეულაციებით ურთიერთობდნენ ისინი ერთმანეთთან. სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული პაციენტებთან, რომელიც ხშირად პაციენტებისთვის ხშირად ხელმისაწვდომი არ იყო.
„ახლა მთავრობა კონკრეტულ გამჭირვალე თამაშის წესებს დაამტკიცებს, რომლის შესახებაც ყველას ეცოდინება. ეს იქნება პაციენტზე მორგებული წესები, რათა მისი უფლებები დაცული იყოს. თუ რამე პრობლემა იქნება პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას, პაციენტსა და კლინიკას, ან კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას შორის, თამაშის ახალი წესები ყველა ამ პრობლემას მოაგვარებს“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სადაზღვევო სისტემის ახალი ვარიანტიც განიხილება. საუბარია კანონზე, რომელიც პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში და ყველა პენსიონერისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვის დაზღვევას გულისხმობს.
როგორც პრემიერმა განმარტა, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება თუ როგორი იქნება აღნიშნული სადაზღვევო პაკეტი და როგორ გადანაწილდება იგი სადაზღვევო კომპანიებზე.
