„ლეიბორისტები“ სოფლის მოსახლეობისთვის 50 ლიტრი დიზელის გამოყოფას მოითხოვენ
„ლეიბორისტები“ სოფლის მოსახლეობისთვის 50 ლიტრი დიზელის გამოყოფას მოითხოვენ
14:53 30.04.2012
„ლეიბორიტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიებს პრეზიდენტის საკუთრებას უწოდებს.
როგორც გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ნავთობშეიხობას უთავსებს.
„საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები მისი ოჯახის საკუთრებაა, რომელთაც საწვავზე მაღალი მძარცველური ფასები აქვთ დაწესებული და მილიონებს აკეთებენ“ - განაცხადა გუგავამ და აღნიშნა, რომ სოფლებში მიწების არ დამუშავების მთავარი მიზეზი დიზელზე არსებული მაღალი ფასებია.
„მივმართავთ ნავთობშეიხ სააკაშვილს, ცრუ დაპირებების სანაცვლოდ, საკუთარ ნავთობკომპანიებს დაავალოს სოფლად მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 50 ლიტრის ოდენობის დიზელი გამოუყონ, რათა გლეხმა წლიდან წლამდე თავის გადასარჩენი მოსავალი მოიწიოს“ - აღნიშნა გუგავამ.

ბეჭდვა