საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე იმედოვნებს, რომ გალში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდება.
როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაკუთრებით სამწაუხაროა, რომ მოსკოვმა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ეს მექანიზმი საერთოდ აღარ არსებობდეს.
„ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებული და ჩართულია ამ პროცესში, თხოვნით მივმართავთ და იმედი მაქვს, რომ ეს მექანიზმი იმავე ფორმატში გააგრძელებს მუშაობას“ - ნინო კალანდაძემ.
