კალანდაძე ჟენევის მოლაპარაკებებზე ვლადიმერ სანაკოევის ექსპერტად მიწვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
კალანდაძე ჟენევის მოლაპარაკებებზე ვლადიმერ სანაკოევის ექსპერტად მიწვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
13:11 30.04.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ვლადიმერ სანაკოევის დამოუკიდებელ ექსპერტად მიწვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ცხინვალის დროებით ადმინისტრაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე ორი წარმომადგენელი - დიმიტრი სანაკოევი და ალან პარასტაევი ჰყავს.

„ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ნებისმიერი ინციატივის, ნებისმიერი დაინტერესებული მხარის თუ ექსპერტის მიმართ. თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნული ორი წარმომადგენელი მუშაობს და არსებული ინფორმაციით, ახლო მომავალში რაიმე ცვლილება არ იგეგმება“-განაცხადა კალანდაძემ.

„ეხო კავკაზის“ ინფორმაციით, ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ მას ცხინვალის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დაუკავშირდა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დამოუკიდებელ ექსპერტად მიიწვია.

ბეჭდვა