ლიტვისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
ფორუმი საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. მასზე ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობის, რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საკითხებს განიხილავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა აბულაძემ განუცხადა, საქართველოში ხუთი-ექვსი წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაწყების შემდეგ, საქართველო ლიტვის გამოცდილებას ყოველთვის იზიარებდა.
მისი თქმით, თანამშრომლობა უკვე შემდგომ ეტაპზე გადადის, რაც ორი ქვეყნის მინიციპალიტეტების დამეგობრებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ლიტვისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციების პრეზიდენტებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. შეხვედრის ფარგლებში ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და ლიტვურ მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების ცერომონია გაიმართება.
