ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში არსებული ბანდფორმირებების სასწრაფოდ რეზერვის ფორმატში მოქცევას ცდილობს. ეს განცხადება პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
პრესსპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირების შესახებ გაანცხადა, ხელისუფლებამ რეზერვის თემა წინა პლანზე წამოწია.
„ამაზე გასულ კვირაში რეზერვის კონცეფციაზე პარლამენტში გამართული მსჯელობა მეტყველებს. ხელისუფლება არსებული სიტუაციიდან თავის დაძვრენას ამგვარად ცდილობს“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეზევრის საკითხთან დაკავშირებით მიდგომაა შესაცვლელი და საჭიროა მისი დეპოლიტიზება. მანვე აღნიშნა, რომ კოალიციის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ რეზერვისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა.
„მსჯელობა მიმდინარეობს და რეზერვის რეფორმირებასთან დაკავშირებით კოალიციის გეგმები, საზოგადოებისთვის ჩვენს პროგრამასთან ერთად გახდება ცნობილი“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ ხელისუფლების მხრიდან უზნეობა უწოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ გარტად გამოცხადების საკითხის ირაკლი ალასანიას განცხადებასათან დაკავშირებას.
