გიორგი ბარამიძე -ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოსთვის ლიტვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
გიორგი ბარამიძე -ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოსთვის ლიტვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
12:42 30.04.2012
ლიტვა-საქართველოს აქტიური და მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ნატო-ში გაწევრიანების და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ამის შესახებ  ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ლიტვა 2013 წლის მეორე ნახევრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს.
„იმედი გვაქვს, ამ პერიოდისთვის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ბოლომდე მივიყვანთ, ასევე წარმატებული იქნება ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები, რომლის დაწყებასაც წელს ვგეგმავთ“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ლიტვა ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე მისი მხარდამჭერი ქვეყნების ჯგუფის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის აქტიურად მუშაობს.
„იმედი მაქვს, კონკრეტული პროგრესი იქნება მიღწეული ჩიკაგოს სამიტისთვის, რათა საქართველო ალიანსის სრულფასოვანი წევრი მალე გახდეს“ -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბეჭდვა