„სახალხო კრებისა“ და „ქართული ოცნების“ აქციების ერთობლივად ჩატარებაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს
„სახალხო კრებისა“ და „ქართული ოცნების“ აქციების ერთობლივად ჩატარებაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს
12:03 30.04.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციას, სავარაუდოდ, 26-27 მაისს გამართავს. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  კოალიცის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
მისი თქმით, კოალიციაში დიდი სურვილი აქვთ, რომ აქცია ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგეს. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, აღნიშნული სტადიონის დაქირავება ვერ მოხერხდა, მაშინ აქცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
,,ვეჭვობ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონმა დაიტიოს აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ვეძებთ გზებს, როგორ დავატიოთ მონაწილეები’’ -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’ 26 მაისს წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და იგი სიმბოლურად აქციით დაიწყება.
აქციაზე კოალიცია არანაირი მოთხოვნების დაყენებას არ გეგმევას, ლიდერები საზოგადოებას მხოლოდ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისკენ მოუწოდებენ.
,,რაც შეეხება „სახალხო კრებას“ ვიცით, რომ ისინიც 26-ში გეგმავენ აქციას. თუმცა, ჯერეჯრობით, აქციის ერთად ჩატარებასთან დაკავშირებით, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა