საქართველოში ლიტვის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა
საქართველოში ლიტვის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა
10:00 30.04.2012
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ესტუმრა. ის ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი  თვითთმმართველობის კომიტეტის წევრთა დელეგაციას ხელმძღვანელობს.

დელეგაცია ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, გუბერნატორებსა და სტუდენტებს შეხვდებიან.

ისინი რეგიონებში გამგზავრებას გეგმავენ. ბორჯომში მონუმენტის გახსნა იგეგმება.

ორ ქვეყანას შორის მომავალში კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.




ბეჭდვა