„ერონულ-დემოკრატიული პარტია“ განახლებული პროგრამით - „დასაქმებული საქართველოსთვის“ დღეიდან საქართველოს ყველა ოჯახში შევა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გურამ ჩახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, განახლებული პროგრამა რამდენიმე საჭირო კანონის მიღებას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონებს - დასაქმების, უმუშევრობის და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, გლეხური მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერის, მცირე ბიზნესის წახალისების და საპენსიო რეფორმის შესახებ.
„ჩვენი მიზანია ჩვენი პროგრამა თოთოეულ ოჯახში შევიდეს. ამომრჩეველთან ასეთ რეჟიმში ურთიერთობა მას უფრო დახვეწილს და ეფექტურს გახდის“ - განაცხადა ჩახვაძემ.
დეპუტატის თქმით, მსგავსი კანონების მიღება სათანადო სახელმწიფო სტუქტურების შექმნასაც მოითხოვს.
