„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ბაგრატის ტაძარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ბაგრატის ტაძარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს
16:45 29.04.2012
ფრაქცია „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოძრაობის ლიდერები არქიტექტორებსა და მშენებლებს გაესაუბრნენ და ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ დეტალებს გაეცნენ.

მშენებლების განცხადებით ტაძრის საბოლოო სახით აღდგენა პირველ სექტემბერს დასრულდება.

“ბაგრატის ტაძარი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და მის პირვანდელი სახით აღდგენას უზარმაზარი დატვირთვა აქვს. ნიშანდობლივია, რომ მისი რეკონსტრუქცია ხდება სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს კვლავ უდგას მთლიანობის პრობლემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ამ დიდებულ ტაძარში აღვლენილი წირვა-ლოცვა ჩვენს ქვეყანას დაეხმარება გამთლიანებასა და განმტკიცებაში“ -განაცხადა გიორგი თარგამაძემ.




ბეჭდვა